LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვნიშნოთ სიყვარულის დღე? (ნაწილი 1-ლი)

151
things-to-do-valentines-day-1676

შოკოლადი და ვარდები ვალენტინობის დღის საუკეთესო საჩუქარია უდავოდ, თუმცა რას იტყოდით ემოციების ჩუქებაზე? ოცნების პაემნის დაგეგმვაში კი ეს რამდენიმე იდეა დაგეხმარებათ. მათი რეალიზება თქვენს მეორე ნახევარს კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, თუ რამდენად განსაკუთრებულია ის თქვენთვის.

მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ტიპის ადამიანი ხართ, რისი კეთება გიყვართ და რა განიჭებთ ბედნიერებას, ეს სია ნებისმიერი ასაკის, სოციალური ფენისა და ინტერესების ადამიანს აპოვნინებს ინსპირაციას.

1. ბილეთები საინტერესო ღონისძიებაზე
გადახადეთ ივენთების ადგილობრივ კალენდარს და აარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიება, ბილეთებს რაც უფრო ადრე შეიძენთ მით უკეთესი. სხვა თუ არაფერი, კინოში წასვლა და რომანტიკული ფილმის ყურებაც არ არის ცუდი იდეა.

2. გააცოცხლე გამორჩეული პაემანი

წარსულის გახსენების და აწმყოთი ტკბობის ერთი ძალიან მხიარული მეთოდი პირველი პაემნის გახსენებაა. გამოიყენეთ კრეატიულობა და აღადგინეთ ის დღე, რომელიც ორივე თქვენგანისთვის განსაკუთრებული იყო.

3. პროგრესული ვახშამი

რატომ უნდა მიირთვათ რესტორანში, თუკი გამორჩეული ვახშმის მომზადება სახლში, ზედმეტი ხალხის გარეშეც შეგიძლიათ. ერთად მზარეულობა შეიძლება ძალიან რომანტიკული იყოს და ვალენტინობის დღის აღნიშვნა უკეთესად შეუძლებელიც კია.

4. პიკნიკი სახლში

თუკი ამინდი არც თუ ისე სახარბიელოა, განწყობა ნამდვილად არ უნდა გაიფუჭოთ და შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად იპიკნიკოთ. გაათავისუფლეთ ადგილი მისაღებში, სადაც პლედს გაშლით, ხემსს მოიმარაგებთ და გემრიელ ღვინოსაც მიირთმევთ.

5. გულითადი საუბარი

გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად არ გვრჩება დრო იმისთვის, რომ გულითადი საუბრები გავმართოთ. გავიხსენოთ თუ რატომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, რას ვაფასებთ ყველაზე მეტად, რისთვის ვართ მადლიერები. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ ბარათები საკითხებით, რაც საუბრის წარმართვას უფრო გაგიადვილებთ.

6. დაგეგმე ყავის პაემანი

წელს ვალენტინობა ოთხშაბათს ემთხვევა, რაც არ თუ ისე რომანტიკულია. სამსახურსა და სხვა ვალდებულებებს შორის რთული იქნება რაიმე სერიოზულის დაგეგმვა, ამიტომ დაიწყეთ დღე ყავის პაემნით, რომელზე მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით და რამდენიმე წუთს მხოლოდ თქვენს სიყვარულს დაუთმობთ.

7. სამახსოვრო ფოტოსესია

მხოლოდ თქვენ ორმა როდის გადაიღეთ ფოტოები ბოლოს? ბევრი წყვილი ამის გაკეთებას მხოლოდ შვებულების დროს თუ ახერხებს. დაიქირავეთ ფოტოგრაფი ან უფრო ბიუჯეტური ვარიანტისთვის სთხოვეთ ამ როლის შესრულება მეგობარს და გადაიღეთ სამახსოვრო კადრები. შემდეგ გამორჩეული ფოტო ამობეჭდეთ და სახლში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეთ. აქციეთ ფოტოსესია ვალენტინობის დღის ახალ ტრადიციად!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები