LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ სიყვარული 2023 წელს – 10 რჩევა

183
make-partner-feel-appreciated-1528135880

სიყვარულის სწორ ადამიანთან პოვნა უფრო ადვილი არასდროს ყოფილა. ჩვენს რეალობაში არ არის საჭირო, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდეთ, რათა თქვენს მეორე ნახევარს გადაეყაროთ. ონლაინ პაემნების და ცოტა მეცნიერების დამსახურებით, შეგიძლიათ სასწაულები მოახდინოთ. ამ სტატიაში სპეციალისტები საუბრობენ იმ გზებზე, რომელიც ვირტუალურ ერაში სწორი ადამიანის პოვნაში დაგეხმარებათ.

1. სცადე ონლაინ პაემნები
ამის გჯერათ თუ არა, ონლაინ სიყვარულის პოვნა ნამდვილად შესაძლებელია. ონლაინ გაჩენილი გრძნობების რეალურ სამყაროში გადმოტანა თავიდან შეიძლება უხერხული იყოს, თუმცა სწორი ადამიანის პოვნის შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელი იქნება. ონლაინ პაემნების ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ შეგიძლიათ ადამიანი სექსუალური ორიენტაციის, დაბადების დღის და გემოვნების მიხედვით აარჩიოთ.

2. ზოდიაქო და მეცნიერება
ასტროლოგიური თავსებადობა ბევრისთვის სასაცილოდ ჟღერს, თუმცა არაერთი კვლევით დგინდება რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები ერთად ვერ ძლებენ და განქორწინების ალბათობაც მაღალია. ეს თეორია ბევრმა ადამიანმა დატესტა, ამიტომ მისი უგულებელყოფა სწორი არ იქნება.

3. კმაყოფილებაში საკუთარ თავთან
თუკი სიყვარულს სასოწარკვეთით ეძებთ, დიდი ალბათობით პოვნა გაგიჭირდებათ. მეორე ნახევრის ძებნის ნაცვლად შეისვენეთ, იზრუნეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, ისწავლეთ რამე ახალი და ყველაფერი კარგად იქნება.

4. ახალი ჰობი
იმისათვის, რომ იპოვოთ სიყვარული, პირველ რიგში ის უნდა გაიგოთ თუ ვინ ხართ თავად თქვენ. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს თუ ვინაა, რადგან მუდმივად ბევრი რამ იცვლება. ეძებეთ ახალი აქტივობები, ჰობი და თქვენი თავის ძიების პროცესში ბევრ ახალ და საინტერესო ადამიანს აღმოაჩენთ.

5. იზრუნე საკუთარ თავზე
ზრუნავთ საკუთარ თავზე? მაგალითად, ფიზიკურ თუ გონებრივ ჯანმრთელობაზე? იმისათვის, რომ ვინმე შეიყვაროთ ჯერ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლოთ.

6. იყავი ოპტიმისტების სიახლოვეს
ნეგატიური ადამიანი ნეგატივს, დრამას და ქაოსს იზიდავს. ამიტომ მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, როცა პოზიტივზე გადაერთვებით გაგაოცებთ ისიც თუ როგორ შეიცვლება თქვენი გარემოცვა და თქვენი ურთიერთობები.

7. იყავი კეთილი
სიყვარულის მოსაზიდად საუკეთესო გზა სხვების მიმართ სიკეთის გამოჩენაა. გაოცდებით როცა გაიგებთ, თუ რამდენ ადამიანს აკლია სიკეთე თავის გარშემო. ის ადამიანები ვინც პატარ-პატარა სიკეთეებს ყოველდღიურად აკეთებენ, ზოგადად უფრო ბედნიერები არიან და სიყვარულის პოვნას სწორედ ეს ბედნიერება ეხმარება.

8. არ დაიბრმაო თავი
ვერასდროს იპოვით ნამდვილ სიყვარულს, თუკი ადამიანს ბრმად ენდობით. შეუძლებელია შეგიყვარდეს პირველ პაემანზე, რადგან პირველი შეხვედრის დროს ადამიანები საუკეთესო თვისებების გამოვლენას ცდილობენ. ამიტომ სანამ ვიღაცის გარეგნობა, ამბიციები ან წარმატება შეგიყვარდებათ, არ იჩქაროთ და მისი კარგად გაცნობა დაიწყეთ.

9. ზუსტად უნდა იცოდე საკუთარი მოლოდინები
ოდესმე ჩამოგიწერიათ ის მოლოდინები, რომელიც ურთიერთობებთან დაკავშირებით გაქვთ? დაფიქრდით, თუ ვის ეძებეთ, რა თვისებები გიზიდავთ და როგორი ცხოვრებისეული ღირებულებები უნდა ჰქონდეს თქვენს მეორე ნახევარს.

10. იყავი ისეთ ადამიანთან, ვისთანაც მთელს დღეს გაატარებდი
სიყვარულის პოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ისეთი ადამიანის პოვნაა, ვისთანაც მთელ დღეს გაატარებდით. ყველას შეუძლია ნახოს ადამიანი, ვისთანაც ღამეს გაატარებდა, თუმცა გენდომებოდათ კი ამ ადამიანთან მთელი დღის გატარება? სექსი ჯანსაღი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა არა ერთადერთი, ამიტომ სწორი არჩევანის გაკეთებამდე არ აჩქარდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები