LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ქორწინების 9 საიდუმლო – ეს ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

367
happy-couple,-laughter,-running,-balloons,-street-159677

ყველა წყვილი , რა თქმა უნდა, განსხვავებულია და შეიძლება, ერთ შემთხვევაში რა მიდგომაც მუშაობს, მეორე წყვილისთვის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს. ამიტომ ამ სტატიაში თავმოყრილია მხოლოდ ის მთავარი რჩევები, რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს. ბედნიერ ქორწინებას თავისი საიდუმლოებები აქვს. გთავაზობთ 9 ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას:

ყოველდღე ერთმანეთს ეს სამი სიტყვა უთხარით

ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ ასე არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია „შემიძლია რამით დაგეხმარო?“ ეს ხომ ძალიან მარტივია. ამით ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, როცა დასჭირდებით.

გქონდეთ  საკუთარი ჰობი

ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გქონდეთ თქვენი ჰობი და თავისუფლება, რომ ის მაშინ აკეთოთ, როცა მოგესურვებათ. ეს ბედნიერებისთვის აუცილებელი პირობაა. 

რა ხდება განქორწინების მიზეზი და რა უნდა გავითვალისწინოთ ქორწინებისას?

პარტნიორობაში აუცილებელია არსებობდეს " მე" და არა მხოლოდ " ჩვენ".

გამონახეთ დრო რომანტიკული დღეებისთვის

არ შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც პაემნებზე სიარულის დროს აკეთებდით – თუ ცეკვა გიყვარდათ, ახლაც გამოახეთ დრო ამისთვის, თუნდაც ეს იყოს სახლში, სამზარეულოში, სანამ სადილს ამზადებთ.

პატივი ეცით მარტო ყოფნის პერიოდს

მნიშვნელოვანია დრო ზოგჯერ მარტომაც გაატაროთ. ეს თქვენი შანსია, თუნდაც საკუთარი თავისთვის რაღაც მარტომ გააკეთოთ, ან იფიქროთ და შემდეგ ისევ ფოკუსირებულები იქნებით ერთმანეთზე.

გამოიმუშავეთ კომუნიკაცია

თუ კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე არაა, ამაზე უნდა იმუშავოთ. უნდა შეგეძლოთ ერთმანეთის პირისპირ ჯდომა, საუბარი , გაგება და მოსმენა. 

რა ასაკშია წყვილი მზად ოჯახის შესაქმნელად - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ქორწინება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ხშირად წყვილი მზად არის არის ამ ნაბიჯისთვის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია წყვილის ასაკი, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მზაობა.  ფსიქოლოგები ნაადრევი (18 წლამდე) ასაკში ქორწინების პრობლემებზე ხშირად საუბრობენ. როგორც „ფორტუნას“ ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი „იდილიას“ ფსიქოთერაპევტმა, ბარბარე ჭკუასელმა განუცხადა, გაეროს მოსახლეობის ფონდის  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში 18 წელს მიუღწეველი 14 მილიონი […]

გახსოვდეთ, რომ ყველა საქმეში ერთად ხართ

„ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ – ეს ყოველთვის გახსოვდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ის ამაში მხარს აუცილებლად დამიჭერს და გვერდში დამიდგება.

აჩვენეთ ურთიერთპატივისცემა

უბრალოდ პატივი ეცით ერთმანეთს, ეს ხომ ასე მარტივია.

ფოკუსირება გააკეთეთ პოზიტივზე

არ შეეცადოთ ერთმანეთის შეცვლას, ცუდზე არ ესაუბროთ და დააფასეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ.

იყავით ფინანსურად ერთიანები

ყოველთვის ერთმანეთთან გაიარეთ კონსულტაცია, როცა რაღაცის შეძენას აპირებთ, საუბარია დიდ შენაძენზე და ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g