ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძეს საზოგადოება სულ მალე ახალ ამპლუაში იხილავს – ცნობილი ჟურნალისტი რეჟისორ ლაშა კანკავას რომანტიკულ კომედიაში ექიმის როლს შეასრულებს.
სიახლეს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს თავად უზიარებს და გადასაღები მოედნიდან კადრებს ავრცელებს.
„რეჟისორ ლაშა კანკავას რომანტიკული კინო კომედია „მეგრული დეიოფები“, სადაც ნუგზარი ექიმის როლს ვთამაშობ. დაკავებულია ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ. გამიმართლა!“…
„ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდი ფილმში ეკა მჟავანაძესთან ერთად თუ ვითამაშებდი და ტექსტები მექნებოდა მასთან. ლაშა კანკავას ახალი მხატვრული კომედია „მეგრული დეიოფები“.
გულნაზი მამიდა – ეკა მჟავანაძე. ნუგზარი ექიმი – დათო ლიკლიკაძე“, – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
რეჟისორ ლაშა კანკავას რომანტიკული კინო კომედია "მეგრული დეიოფები", სადაც ნუგზარი ექიმის როლს ვთამაშობ, დაკავებულია ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ. გამიმართლა!
Posted by Dato Liklikadze on სამშაბათი, 18 მარტი, 2025
ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდი ფილმში ეკა მჟავანაძესთან ერთად თუ ვითამაშებდი და ტექსტები მექნებოდა მასთან. ლაშა კანკავას…
Posted by Dato Liklikadze on სამშაბათი, 18 მარტი, 2025