LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე: „ლიკლიკაძე სადაა?“- დაიწყო ჩემი ტრადიციული მოკითხვა, ზოგს ერთი სული აქვს როდის გადამივლის თავის ჭკუით – ლიკლიკაძე იქ არის სადაც იყო! სრული სოლიდარობა ჩემს კოლეგებს“

187
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლიკლიკაძე სოლიდარობას უცხადებს, პროფესიული მოვალეობის დროს აქციაზე დაშავებულ კოლეგებს:

„ლიკლიკაძე სადაა?“- დაიწყო ჩემი ტრადიციული მოკითხვა. ზოგს ერთი სული აქვს როდის გადამივლის (თავის ჭკუით). ლიკლიკაძე იქ არის სადაც იყო!
ლიკლიკაძე არის ევროპისკენ, დასავლეთისკენ! ყველანაირ რუსულს არა! გინდა დოსტოევსკი იყოს გინდა ჩაიკოვსკი. არასოდეს მიკეთებია სხვა რამე. თუ ამას ხშირად სჭირდება გამეორება კიდევ ვიტყვი: კი ევროპას, არა რუსეთს! აქვე სრული სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პროფესიული თავგანწირვით“ – წერს ლიკლიკაძე.

„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც გულიანად დამცინეს“ – ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ – „მთა­ვა­რი არ­ხი“

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

„20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ“ – მედიაომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა

"ლიკლიკაძე სადაა?"- დაიწყო ჩემი ტრადიციული მოკითხვა. ზოგს ერთი სული აქვს როდის გადამივლის (თავისჭკუით). ლიკლიკაძე იქ…

Posted by Dato Liklikadze on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g