LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bees Airline საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის

164
267715908-4779086792115838-5694207539902681323-n

მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით, კიევსა და თბილისს შორის დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.

განახლებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Bees Airline კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Bees Airline-ს დამატებითი სიხშირეების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g