LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეირუთის აფეთქების მომენტში ქვეყანას ახალი სიცოხლე მოევლინა – დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ

121

ემანუელა ხნაისერი მშობიარობისთვის ემზადებოდა, როდესაც საავადმყოფოს კედლები ძლიერმა აფეთქებამ შეაზანზარა. ფანჯრები ჩაიმტვრა და პალატაში მყოფი ადამიანები სასწაულებრივად, მხოლოდ მცირე დაზიანებებით გადარჩნენ.

ემანუელას მეუღლე ედმონდი ცდილობდა ვაჟის დაბადება დეტალურად გადაეღო და ვერც კი წარმოიდგენდა რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა.

„ჩემი ვაჟი ჯორჯი ყველაზე კატასტროფულ მომენტში დაიბადა. არ მჯეროდა, რომ ყველანი ცოცხლები გადავრჩებოდით.“

ბეირუთის აფეთქების დროს 157 ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით დაშავდა და დედაქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები