LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეირუთში საპროტესტო აქციის დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

133
AP20018583955018

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

დაშავებულია 110-ზე მეტი ადამიანი, 32 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„როიტერის“ ინფორმაციით  სროლის ხმაც ისმის, ბეირუთის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ცეცხლი გახსნეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ მოედანზე დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სამშაბათს ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი, დაშავდა. ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც პორტში აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g