LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ალანია დედამთილობის შესახებ: „დავეხმარები შვილების გაზრდაში. არც შვილიშვილის გაჩენაზე დავაჩქარებ, ყველაფერი თავად უნდა დაგეგმონ…“

817
ბელა და ნატალი

შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ჟურნალ „სარკეს“ თავის სიხარულს უზიარებს ვაჟის, ბექას დაოჯახებასთან დაკავშირებით და რძლის, ნატალი თოდაძის შესახებ გულთბილად საუბრობს:

„ნამდვილად კარგი დედამთილი ვიქნები, ვერ ვხვდები, რატომ ხდებიან დედამთილები ავები. მე ხომ მახსოვს, როგორი ვიყავი ნატას ასაკში, როგორ მინდოდა შალვას გვერდით ყოფნა. პირველივე წუთიდან ვცდილობ, ნატამ არ იგრძნოს თავი ოჯახში შემომატებულ წევრად, არამედ იყოს სრულუფლებიანი წევრი.

დედამთილი ვარ! რას ერჩიან ხოლმე, ამ დედამთილებს?! პირობას ვდებ, რომ კარგი ვიქნები – ბელა ალანია

მე მიყვარს ჩემი შვილი და მიყვარს ის გოგონა, რომელსაც ვხედავ, როგორ უყვარს ბექა. არასდროს ჩავერევი ზედმეტად მათი ოჯახის ცხოვრებაში, მხოლოდ მაშინ მივცემ რჩევას, თუ თავად მომმართავენ. დავეხმარები შვილების გაზრდაში. არც შვილიშვილის გაჩენაზე დავაჩქარებ, ყველაფერი თავად უნდა დაგეგმონ, თავად გადაწყვიტონ, როდის არის უმჯობესი მათთვის შვილის გაჩენა.

ჩვენთან ერთად საწოლში ღამით ფისო იძინებს. ბექამ გვითხრა, ძალიან მალე კატის მაგივრად შვილიშვილი გეყოლებათ და ის დაიძინებსო…“

შალვა ნათელაშვილის რძალი ნატალი თოდაძე: „ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია…“