LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ალანია: „შალვას კარი მე უნდა გავუღო, სანამ ცოცხალი ვარ…“

221
belaalanianews527

„ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. მოგეხსენებათ, ოჯახმა ახლახან კოვიდინფექცია გადაიტანა. შალვა ნათელაშვილი საავადმყოფოში მკურნალობდა, მოგვიანებით კი მისი მეუღლის მდგომარეობაც გართულდა და ისიც კლინიკაში მოათავსეს. დღეს ცოლ-ქმარი თავს კარგად გრძნობს

შალვა საკმაოდ ძლიერი ადამიანია. ის არ შეუშინდა, არ ჩაუწვა, ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, მუშაობდა, ვარჯიშობდა, ფილტვების დაზიანება მსაც ჰქონდა, მაგრამ უფრო მსუბუქად გადაიტანა, რადგან ვირუსი არაფრად ჩააგდო. მე უფრო მგრძნობიარე აღმოვჩნდი, შეშინებული შევხვდი და ამიტომაც უფრო გამირთულდა“, აღნიშნავს პოლიტიკოსის მეუღლე.

შალვა ნათელაშვილის ოჯახი უკვე 30 წელს ითვლის. ბელა ალანია ამბობს, რომ მათი ურთიერთობის ფერები არ გახუნებულა: „საღამოს, როცა კარზე ზარია, როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, ყველა იცის, რომ შალვას კარი მე უნდა გავუღო. სანამ ცოცხალი ვარ, ეს მე უნდა გავაკეთო. არასდროს ვეკითხები: „დაიღალე?“, „როგორი დღე გქონდა?“… მე ისედაც ვიცი, რაც იყო, ყველაფერი ხელისგულზეა, ყველაფერს მის სახეზე ვკითხულობ. სახლში მას სჭირდება სიმშვიდე, ფისოსთან თამაში, რადგან ჯერ შვილიშვილები არ გვყავს, სჭირდება საუბრები სხვა თემებზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g