ბელარუსის თვითმფრინავებს კანადის საჰაერო სივრცეში შესვლა აეკრძალათ, – ამის შესახებ კანადის ტრანსპორტის მინისტრი, ომარ ალღაბრა „ტვიტერზე“ წერს. მისივე განმარტებით, შეზღუდვა არის რიგი ეკონომიკური ზომების ნაწილი, რომელსაც კანადა რუსეთის პირდაპირი მხარდამჭერების წინააღმდეგ ახორციელებს.
„ამოქმედდეს დაუყოვნებლივ და შემდგომ შეტყობინებამდე: ყველა საჰაერო ხომალდს, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს, ექსპლუატაციას უწევს ან აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის, ან ბელარუსის მოქალაქე, ეკრძალება კანადის საჰაერო სივრცეში შესვლა, გამოსვლა, ან გადაფრენა“,- წერს ომარ ალღაბრა „ტვიტერზე“.