ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი და ის მინსკს შემდგომი სანქციებით დაემუქრა.
„ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის.
„ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , – დაწერა ბორელმა.
შეგახსენებთ, პუტინმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი საკუთარ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში.