LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიასა და ჰოლანდიაში ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა

116

ბელგიასა და ჰოლანდიაში ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო AP წერს. ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, ხეების წაქცევის გამო 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

 

 

 

 

გაზეთ Soir-ის ცნობით, ბელგიაში უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლა გაჩერებულია. ამსტერდამის აეროპორტში 320 რეისი გადაიდო.

ნიდერლანდებში ქარიშხლის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტოკოსების პროგნოზით, ქარიშხალი გვიან ღამემდე შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები