LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი დააკავეს

142
ევა კაილი

POLITICO-ს ინფორმაციით, ბელგიის პოლიციამ კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით, სულ მცირე 4 ადამიანი დააკავა.

გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევა კაილი, საბერძნეთის სოციალისტური პარტია PASOK-ის წევრი.

სამართალდამცავებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე განახორციელეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g