LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BILD-ის ექსკლუზივი: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ

138
1692385703-პუტინი-და-ერდოღანი

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

ახალი შეთანხმების მიხედვით, რუსული მარცვლეული ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნება. ამავდროულად, ანკარას სურს მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ახალი შეთანხმების შესახებ 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და რუსეთისა და თურქეთის საელჩოებს შორის ოფიციალურ მიმოწერებზე წვდომის შედეგად შეიტყო.

მიმოწერის თანახმად, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვა, ხოლო კატარი კი სპონსორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები