ბელგიაში მომხდარი ტერაქტის გამო, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს.
CNBC-ის ანალიტიკოსების აზრით, ტერაქტი ბრიუსელში ნაკლებად იქონიებს გრძელვადიან გავლენას ბაზარზე, თუმცა, შესაძლოა, გამოიწვიოს კონტროლი ტრასნსასაზღვრო ვაჭრობაზე.
როგორც BKforex-ის დირექტორმა ბორის შლასბერგმა განაცხადა, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გამოწვეული ვარდნები შესაძლოა, უფრო პოლიტიკური იყოს, ვიდრე ეკონომიკური, თუმცა, თუკი ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, საბოლოო ჯამში, დიდ დარტყმას მიაყენებს ევროპულ ეკონომიკას.
ფინანსურ ბაზარზებელგიაში მომხდარი ტერაქტის სერიოზულ გავლენას გამორიცხავს Usa Today –ში გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით – ”ისტორია ვიჩვენებს, რომ ტერორისტული აქტები ხანგრძლივ გავლენას ვერ ახდენენ აქციებზე”.
„ბელგიის ტერაქტი საშინელი ადამიანური ტრაგედიაა, თუმცა, ეს არ აძლევს შიშის საფუძველს სააქციო ინვესტორებს. ბოლო დროს მომხდარი ტერორისტული აქტები ვერ ახდენენ ისეთ გავლენას ფინანსურ ბაზარზე, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა. ტყუპების ტერაქტის შედეგად, პირველივე დღეს აქციების ფასი 5%–ით დაეცა,“- აღნიშნულია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მოხდა რამდენიმე ტერორისტული აქტი, საერთაშორისო აეროპორტსა და მეტროში, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო 250 დაშავდა.