LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში მსოფლიოში პირველ „ენერგეტიკულ კუნძულს“ ააშენებენ

133
thumb_1024x663_energy-island-11zon

2026 წლის ბოლოსთვის ბელგიაში მსოფლიოში პირველ „ენერგეტიკულ კუნძულს“ ააშენებენ. კუნძული ქარის ელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიებს გაანაწილებს და ენერგიის დანაკარგს მინიმუმამდე შეამცირებს. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

კუნძული შეძლებს ასევე რომ ქარის ენერგია მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც წისქვილები ჩრდილოეთის ზღვაში აქვთ განთავსებული, მაგალითად დანიისგან და დიდი ბრიტანეთისგან.

კუნძულს სახელად პრინცესა ელიზაბეტს დაარქმევენ და ის ქვეყნის სანაპიროდან 45 კილომეტრის მოშორებით განთავსდება.
მშენებლობა მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ბეტონის ფუნდამენტების კეთება, რომელთა მოვალეობაც კუნძულის სიმყარე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელებას გეგმავენ გერმანიასა და დანიაშიც. მათ შემთხვევაში სავარაუდო ვადად 2030 წელია მიჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები