LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელებს ნაძვის ხეების ჭამისგან თავის შეკავება სთხოვეს

109
skynews-christmas-trees_6795167

ბელგიის სამომხმარებლო უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საშობაო ხეების ჭამა არ ღირს. ამის შესახებ Sky News წერს.

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გენტის საქალაქო საბჭომ მოქალაქეებს წიწვების საკვებში დამატება შესთავაზა – მაგალითად, წვნიანებში ან არომატულ ზეთში. საქალაქო საბჭოს ჩანაფიქრით, ამ გზით ნაგავსაყრელზე ნაკლები ნაძვი მოხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრაქტიკა სკანდინავიის ქვეყნებშია ძალიან პოპულარული.

თუმცა, ფედერალურმა სააგენტომ ეს აზრი არც თუ ისე გონივრულად ჩათვალა, რადგან ნაძვის ხეების უმრავლესობა ქიმიკატებითაა დამუშავებული და მათი საკვებად გამოყენება შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ბევრი კრიტიკის შემდეგ გენტის მერიამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადება საერთოდ წაშალა და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები