LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის პოლიციამ მიგრანტების დევნის ოპერაციის დროს ორი წლის გოგონა მოკლა

95

ბელგიის პოლიციამ მიგრანტების დევნის ოპერაციის დროს ორი წლის გოგონა მოკლა. როგორც გამოცემა  dailymail-ი  წერს, ფურგონს, რომელშიც 29 ერაყელი ქურთი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი, პოლიციის 15 ეკიპაჟი გაედევნა. ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც მცირეწლოვანი სასიკვდილოდ დაჭრეს.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერი ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ ბავშვის გარდაცვალება შეიძლება ტრაგიკული იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში აღინიშნოს მშობლების პასუხისმგებლობა. მან  აღნიშნა, რომ ერაყელმა ოჯახს თავშესაფარზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ არაერთხელ უთხრა უარი.

ამ ადამიანებზე მხოლოდ როგორც მსხვერპლზე საუბარი, არასწორად მიმაჩნია – აცხადებს ბარტ დე ვევერი.

მერის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. იან იამბონმა აღნიშნა, რომ მომხდარში პასუხისმგებლობის ნაწილი ბავშვის მშობლებსაც ეკისრებათ.

აღნიშნულმა განცხადებებმა პოლიტიკოსის მისამართით მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ბრიუსელში მომხდარის გამო, საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მკვლელები უწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g