LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიური კომპანია საქართველოს წყალმომარაგების სისტემით დაინტერესდა

73

ბელგიური კომპანია CMI Balteau საქართველოს წყალმომარაგების სისტემით დაინტერესდა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ბელგიური კომპანია “CMI Balteau”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განიხილეს ბელგიიდან დაფინანსების შეღავათიანი პირობების მიღების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს დისტანციური მართვისა და მონიტორინგის საკითხებზე. თავის მხრივ, ბელგიური კომპანია CMI Bateau-ს საქმიანობის მთავარი მიმართულება სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმარება-განხორციელება და მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.

კომპანია CMI Balteau შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან მართავს, რომლებიც საქართველოში ჰიდროსექტორში მოღვაწეობენ და წყლის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g