LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიური ვაფლი და შოტლანდიური ბურგერები – Corner House -სგან

392

ევროპული კაფე Corner Housee მომხმარებელს ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. როგორც კაფის პიარ მენეჯერმა ნოდარ ჯავახიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ყველა კერძს სპეციალური ევროპული ინგრედიენტებით ამზადებენ.

”ჩვენს კაფეში მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, მიირთვას ბელგიური ვაფლი, რომელსაც სპეციალურად ჩამოყვანილი კონდიტერი ამზადებს. ასევე გვაქვს შოტლანდიელი მზარეულის მიერ დამზადებული ბურგერები და გარდა ამისა, ჩვენთან შესაძლებელია sturbucks coffe-ის დაგემოვნებაც”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Corner House-ში ყოველ პარასკევს მისული სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე გიგი ადამაშვილი, შაბათობით კი მიწვეული დიჯეი ზრუნავს. ”ჩვენ გვაქვს ასევე Take Away service . მომხმარებელ შეუძლია სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოს სასურველი კერძი, ან სასმელი და ჩვენი კურიერი 15-40 წუთის განმავლობაში შეკვეთილ პროდუქტს სახლში მიუტანს”, – განაცხადა corner house-ის პიარ მენეჯერმა.

ჯავახიშვილის თქმით, კაფეში უახლოეს მომავალში იგეგმება კარაოკე ტურნირის გახსნა , რომელშიც წარმატებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კაფე corner house კეკელიძის 6 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 09:30 საათიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები