LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელუჩი : არანაირი დიეტა! მიირთვით გემრიელად და დაკავდით სექსით

81

ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ბონდის „გოგონებს“ შორის ასაკით ყველაზე უფროსი, მონიკა ბელუჩი მათ იმედებს არ გააცრუებს. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა დენიელ კრეიგმა უკვე ისაუბრა მისი პარტნიორის სილამაზეზე. მონიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება და სხვა ქალებისთვის არც რჩევების მიცემაზე ამბობს უარს :

„მე არ ვარ იმ ქალებს შორის, ვინც დგება დილის 6 საათზე და ფიტნეს-კლუბში გარბის. თუ გადაღების წინ საჭიროა ფორმაში ჩადგომა, თავს მხოლოდ საყვარელი კერძის ჭამისას ვუწესებ შეზღუდვებს. მაგალითად – პასტას მივირთმევ არა ყოველ საღამოს, არამედ – დღეგამოშვებით. ძალიან მიყვარს პასტა, ნამცხვრები და წითელი ღვინო.  ჩემი რჩევა ძალიან მარტივია – არანაირი დიეტა. მიირთვით გემრიელად, დალიეთ კარგი ღვინო, დაკავდით სექსით ხშირად და არ დაგავიწყდეთ, ბევრი იცინოთ. რა თქმა უნდა, აზრადაც არ დაუშვათ, რომ ასაკს ქალისთვის პრობლემები მოაქვს,“ – აცხადებს ბელუჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g