ჯენიფერ გარნერსა და ბენ აფლეკს გაყრის შესახებ დოკუმენტებზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორების შესახებ განაცხადეს. RadarOnline.com-ის ინფორმაციით, წყვილი ამჟამად პარიზში იმყოფება.
44 წლის გარნერი და 43 წლის აფლეკი პარიზში საყიდლების დროს დააფიქსირეს.
ინფორმატორის თქმით, ყოფილი მეუღლეები საფრანგეთში რამდენიმე დღით დასასვენებლად ჩავიდნენ.
„მათ სურთ ნახონ, სად იცხოვრებენ ზაფხულში, სანამ ბენი ფილმის The Justice League in England გადაღებებზე იქნება,“ – ამბობს გამოცემის წყარო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯენი ბავშვებთან, 10 წლის ვაიოლეტთან, 7 წლის სერაფინასთან და 4 წლის სემუელთან ერთად ლონდონში იცხოვრებდნენ.
ინფორმატორის ცნობით, პარიზში მშობლებთან ერთად ახლა ბავშვებიც იმყოფებიან.