„ბენიფერის“ გარდაუვალი განქორწინების შესახებ სტატიებით მთელი დასავლური პრესაა აჭრელებული. ამჯერად ცნობილ გამოცემას, In Touch Weekly-ს ინსაიდერმა შოკისმომგვრელი დეტალები გაუმხილა, მისი ცნობით, ბენი იმდენად ბედნიერია მეუღლესთან განქორწინებით, რომ ამ ფაქტის აღნიშვნას გრანდიოზული წვეულებით გეგმავს.
„მას მოეშვა და მთელი სიმძიმე წარსულს დაუტოვა. მას სურს დაივიწყოს ყველაფერი და ისევ დაიწყოს ცხოვრებით ტკბობა. ბენი იმდენად ბედნიერია მეუღლესთან განქორწინებით, რომ ამ ფაქტის აღნიშვნას გრანდიოზული წვეულებით გეგმავს. წვეულება ან მის ვილაში იქნება ან ლას-ვეგასში და სულაც არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ადგილებში, ორი წლის წინ შედგა მისი და ჯეი ლოს საქორწინო ცერემონიალი. ბენი წვეულებაზე ახლო მეგობრებს დაპატიჟებს, მათ შორის, ცხადია მეთ დეიმონიც იქნება“, – აცხადებს წყარო.
ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი პაპარაცებს აუშარდა