LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი : მე და ჯენი კარგი მეგობრები ვართ

60

ელენ დეჯენერესის შოუში ბენ აფლეკმა ოჯახურ ცხოვრებასა და ჯენიფერ გარნერზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვილების კეთილდღეობა მისთვის უმთავრესია.

„ბავშვები ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგანან. მე და ჯენი დავშორდით, თუმცა კარგი მეგობრები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილებისთვის საუკეთესო მშობლები ვიყოთ,“ – აღნიშნა აფლეკმა.

ამასთან, მსახიობი ამბობს, რომ ბავშვები გადასაღებ მოედანზეც დაჰყავს და მათ ეს ძალიან მოწონთ.

ელენის შოუს ჩანაწერი ეთერში დღეს გავა.

16030216ben_3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g