ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ერთ-ერთი ყველზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2023 გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ტრადიციულად უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის გახლდათ 53 წლის ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ღონისძიებას რატომღაც მეუღლის, ბენ აფლეკის გარეშე დაესწრო.
მისმა „ლუქმა“ ნამდვილი ფურორი მოახდინა. არტისტს „რალფ ლორენის“ შავ და ღია ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა, რომელსაც უკან უზარმაზარი შლეიფი ჰქონდა. ჯეი ლოს „ლუქს“ კლატჩი და ვუალი ასრულებდა. მოგვიანებით ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ სამზადისის ვიდეოც გაავრცელა.
„ძველი ჰოლივუდის გლამური“ – 53 წლის ჯეი ლო თვალწარმტაც ფოტოებს ავრცელებს