53 წლის ჯენიფერ ლოპესი სოციალურ ქსელში მორიგ შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს.
ამჯერად მსახიობმა, მომღერალმა და „ბიზნეს ვუმენმა“ ვინტაჟური, ძველი ჰოლივუდური სტილი მოირგო. მას ვერცხლისფერი კაბა ქვედაბოლო და ტოპი და კრემისფერი პიჯაკი ამშვენებდა, აღნიშნულ „ლუქს“ ლოპესმა დიდი ზომის ქუდი შეუხამა.
„ძველი ჰოლივუდის გლამური“, – ასე დაასათაურა ვარსკვლავმა ფოტოები, რომელსაც უკვე უამრავი მოწონება აქვს.
ჯეი ლომ მელნისფერ, ავანგარდულ კაბაში ფურორი მოახდინა – უახლესი ვიდეო