მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბენ აფლეკსა და ლინდსი შუკუსს რომანი აქვთ. წყვილი ოფიციალურად ერთად წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა, თუმცა მათი ნახვა პაპარაცულ ფოტოებზე საკმაოდ ხშირად არის შესაძლებელი.
ამჯერად ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა ისინი საიუველირო მაღაზიასთან გადაიღეს. როგორც ჩანს, 45 წლის ვარსკვლავი საყვარელი ქალისთვის საჩუქრის გაკეთებას გეგმავს. ამის შემდეგ წყვილი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანს ესტუმრა და ივახშმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ შუკუსი გახდა აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის დაშორების მიზეზი. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მსახიობი და სატელევიზიო პროდიუსერი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდებიან.