ჰოლივუდელი წყვილი ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ჟურნალების პირველ გვერდებზე აღარ ხვდებიან. მათი დაშორების შესახებაც ხმები აღარ ისმის, მეუღლეები მშვიდად მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში. მათთან დაახლოებული წყაროები კიამტკიცებენ, რომ მეუღლეებმა გაყრა ასე მარტივად არ გადაიფიქრეს, ძუნწ აფლეკს არ სურს, რომ მის მიერ წლების მანძილზე გამომუშავებული მილიონები ცოლს გაუყოს.
„ბენი შოკში იყო, როდესაც გაიგო, რომ ჯენიფერს კარიერის ბოლო წლებში გამომუშავებული 75 მლნ დოლარის ნახევარი ერგებოდა. ახლა, როდესაც ჯენი კარნახობს მას პირობებს, აფლეკი ყველაფერს აკეთებს ქორწინების გადასარჩენად. საქმე, მართალია, მხოლოდ ფულს არ ეხება, მას ძალიან უყვარს ოჯახი და ზრუნავს ცოლსა და შვილებზე, თუმცა გაყრა მხოლოდ დროის ამბავია,“ – ამბობს წყარო.