ბენი ბლანკომ გაამხილა, რომ სელენა გომესიზე დაქორწინების იდეა პირველად სწორედ დედამ მიაწოდა. ამის შესახებ მან საკუთარ პოდკასტში Friends Keep Secrets ისაუბრა.
„2019 წელს სელენასთან ერთად მუსიკალურ კლიპზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში სხვა ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. დედაჩემიც იყო გადაღებაზე. ერთ მომენტში მითხრა: შვილო, შენ სელენაზე უნდა დაქორწინდე. გაკვირვებულმა ვკითხე, რა? მან კი მიპასუხა: მაშინაც კი, თუ ახლა არა, შენ ისეთი ადამიანი გჭირდება, როგორიც სელენაა“, – გაიხსენა 38 წლის ბლანკომ.
მისი თქმით, სელენასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ერთსა და იმავეს ფიქრობდა.
„ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: „ღმერთო, რა საოცარი ადამიანია“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, სელენა გომესი და ბენი ბლანკო გასულ წელს დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში კრიტიკის თემა იყო. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ისეთი ვარსკვლავი, როგორიც სელენაა, უკეთეს პარტნიორს იმსახურებდა.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევიან

