LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი და ბენი ბლანკო კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევიან

329
page

სელენა გომესმა სოციალურ ქსელში თავისი და მეუღლის, მუსიკალური პროდიუსერის ბენი ბლანკოს ფოტოები გააზიარა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

გამოქვეყნებულ კადრებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა ფოტომ, რომელიც ხალხმრავალ რესტორანში იყო გადაღებული. ფოტოზე ბენი ბლანკო სელენას მკერდზე კოცნის, რაც ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ზედმეტად ინტიმურ ჟესტად შეაფასა.

ფოტოს კომენტარებში ბლანკომ მეუღლის მიმართ სიყვარული საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოხატა და დაწერა:

„ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდები. დრო ჩერდება, როდესაც შენს მკლავებში ვარ“.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია ცნობილია ერთმანეთის მიმართ საჯარო სიყვარულის გამოხატვით, ამჯერად მათი საქციელი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ჟესტების საჯაროდ გამოხატვა ზედმეტად თამამია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წყვილის ურთიერთობა ინტერნეტში განხილვის საგანი ხდება. წლის დასაწყისში გომესმაც მიიპყრო ყურადღება, როდესაც ბლანკოს პოდკასტში სტუმრობისას მას ფეხზე აკოცა.

სკანდალში გახვევის შემდეგ, სელენა გომესმა მეუღლეს იუბილე განსაკუთრებულად მიულოცა – აქამდე უცნობი ფოტოები

ვიდეო: „გვითხარით რომ ეს AI-ია!“ – სელენა გომესმა ბენი ბლანკოს, პოდკასტის ჩაწერის დროს, ფეხზე აკოცა – წყვილი კვლავ სკანდალში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები