ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ირგვლივ მითქმა-მოთქმა დაუსრულებლად გრძელდება. ჯეი ლოს უახლეს ფოტოებთან ერთად მედიაში წყვილის შესახებ სიახლეებიც გავრცელდა.
54 წლის არტისტი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. მან შვილები წაიყვანა სკოლიდან სახლში და როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. ამ დღეს მას ჯინსის შარვალი და კუბოკრული პიჯაკი ამშვენებდა, მის ლუქს კი „ჰერმესის“ თეთრი ჩანთა ასრულებდა.
რაც შეეხება სიახლეებს, ირკვევა, რომ „ბენიფერის“, 60 მილიონ დოლარად შეფასებული „სიყვარულის ბუდე“ უძრავი ქონების კომპანიის ვებ-გვერდზე გაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეი ლო და ბენი სახლს ყიდიან.
ჯეი ლო მანქანაში მამაკაცთან ერთად გადაიღეს და ის ბენ აფალეკი არ არის
ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებლის გამო გააუქმა – ,,ვერიეთი”