LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენსონ ბუნმა ადელის ჰიტი დააქავერა

126
photo-collage.png

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ბენსონ ბუნის მეორე სტუდიური ალბომის – American Heart მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს პირველი ნაწილი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ არტისტის ფანების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ცოტა ხნის წინ ტურნე მსოფლიო მასშტაბის გახდა და ოქტომბრიდან ევროპასაც მოიცავს.

ბენსონ ბუნის მომავალი ტურნეს კონტერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა

ახლახან, მომღერალმა კოლუმბისში გამართული პერფორმანსისას, პატივი ინგლისელ კოლეგას – ადელს მიაგო და მისი ჰიტი – When We Were Young შეასრულა.

წერენ რომ, ბუნის ნამღერი ადელისას ძალიან ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ ბენსონ ბუნმა მეორე სტუდიური ალბომი – American Heart, 20 ივნისს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები