LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბახტაძე: „ნიუსფიდს რომ ავუყევი, მარტო გახარიასა და გამყრელიძეს უკეთიათ ნიღაბი…“

120
beqabaxtadze201015

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს წერს პანდემიის შესახებ და აღნიშნავს, რომ

გთავაზობთ სტატუსს:

„რამდენიმე აზრი ზოგადად პანდემიაზე:

▪“ჯოგური იმუნიტეტის” იდეოლოგიის მიმდევრები იმარჯვებენ აშკარად, 919 შემთხვევა მეტყველებს ამაზე

▪newsfeed-ს რომ ავუყევი, მარტო გახარიასა და გამყრელიძეს უკეთიათ ნიღაბი…

▪ ალბათ, ნოემბერში (არჩევნების შედეგებისთანავე) მოხდება კომენდანტის საათის შემოღება. აშკარაა, ხელისუფლება “ფრთხილობს”, რადგან იცის, რომ შეზღუდვების დაწესება დააკარგვინებს ამომრჩეველს. როგორც ჩანს, „ოცნება“ ინარჩუნებს უმრავლესობას გამოკითხვების მიხედვით

▪ოპოზიცია უნდა ითხოვდეს უფრო მეტად მკაფიო მენეჯმენტის გეგმას… უფრო მეტად ვიდრე აკეთებს! მაგრამ მე რასაც ვუყურებ, კარდაკარ სიარულსა და ამომრჩევლებთან ნიღბის გარეშე შეხვედრებში ატარებს უმრავლესობა დროს

▪კორონავირუსს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რომელ პარტიას უჭერ მხარს

რამდენიმე აზრი დაავადების მართვის შესახებ, რადგან რაც უფრო გაიზარდა შემთხვევები, მით უფრო გაიზარდა ჩემს inbox -ში მომართვიანობა.

▪თუ პაციენტს არ აქვს ჰიპოქსემიის (დაბალი ჟანგბადის დონე) კლინიკური / ლაბორატორიული ნიშნები, მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა გულმკერდის CT-ს გაკეთებას აზრი არ აქვს. ნახულობ ორმხრივ პნევმონიას და მერე რა ?

▪ბევრს ენიშნება აზითრომიცინი/ცეფტრიაქსონი -> ანტიბაქტერიული ანტიბიოტიკები… თუ ბაქტერიული პნევმონია არ არის, ტყუილად იყენებთ ამას.

▪შესაძლოა თუ არა, იყოს ბაქტერიული სუპერინფექცია? კი. პროკალციტონინის დონე იზომება, როგორც ჩანს, საქართველოში, თუ ნეგატიურია, შეწყვიტეთ ანტიბაქტერიული ანტიბიოტიკები

▪ ჯერჯერობით დექსამეტაზონი მხოლოდ რეკომენდირებულია პაციენტებში, ვისაც ჟანგბადი ესაჭიროება (ნებისმიერი მიწოდების გზით) დოზა: 6 mg 10 დღით. სხვა შემთხვევაში მიჰყევით სტრესსტეროიდების ინდიკაციებს რეფრაქტორული სეფსისის დროს

რაც მთავარია:

♦️ატარეთ ნიღაბი

♦️ხშირად დაიბანეთ ხელები

♦️აარიდეთ თავი ხალხმრავლობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები