LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბახტაძე: თუ შეამჩნიეთ, როგორი „კომფორტული” გახდა ქვეყანა ყოველთვიურად კოვიდით დაღუპული 300-მდე ადამიანის მიმართ?

458
beqabaxtadze202345

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, კლივლენდის კლინიკის კარდიოლოგიის მეცნიერ თანამშრომელი, რეანიმატოლოგი, ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ზოგად კოვიდსიტუაციას მიმოიხილავს და წერს, რომ სახელმწიფო ძალიან მარტივად ეგუება კოვიდით დაღუპულ ასეულობით პაციენტს…

გთავაზობთ მის პოსტს:

„თუ შეამჩნიეთ, როგორი „კომფორტული” გახდა ქვეყანა ყოველთვიურად კოვიდით დაღუპული 300-მდე ადამიანის მიმართ?

პანდემიასთან დაკავშირებით ასეთი არეული, ქაოსური, ჩამოუყალიბებელი და არასახელმწიფოებრივი სიტუაცია, როგორიც საქართველოშია, არა მგონია, სადმე სხვაგან ხდებოდეს.

ერთი მხრივ, მოუმზადებელი სამედიცინო სისტემა, რომელსაც არ შეუძლია ვაქცინის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტის მენეჯმენტი, მეორე მხრივ, ფარული ანტივაქსერებისა და ფსევდოინტელექტუალთა რაზმი, რომლებიც კონტროლის გარეშე თითქმის სამედიცინო მითებს და საკუთარ სულელურ აზრებს აზიარებენ…

ისევ ინდივიდუალურ თვითშეგნებაზე, განათლებასა და პრაგმატული აზროვნების უნარზე დადის ყველაფერი.

უფრო და უფრო აშკარა ხდება, რაოდენ დიდი, დიდი დეფიციტი გვაქვს საზოგადოებრივ განათლებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები