„36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის – რევანშიზმის სურვილი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ შანსი, რომ ეს მოახდინოს – ნულოვანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ბიძინა ივანიშვილის მიმართ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებებისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე „სისულელეში გაჯიუტდა“.
„შეიძლება ადამიანმა სისულელე თქვას და არა უშავს, სისულელეს ხანდახან ყველა ვამბობთ, მაგრამ სისულელეში ადამიანი როცა ჯიუტდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს არ აქვს უნარი, რაც პოლიტიკოსს ნამდვილად სჭირდება, რომ ადაპტირდეს გარემო პირობებთან, რაც არის გარდაუვალი კრახის მაუწყებელი.
36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის“. – განაცხადა ბექა დავითულიანმა.