LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ეს ვიღაც მევახშე როგორ ბედავს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებაზე საუბარს

148
BeFunky-collage

ხაზარაძე, როგორ ბედავს (ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია), რომ ბიძინა ივანიშვილზე იძახის გავაძევებ ქვეყნიდანო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ხაზარაძე, როგორ ბედავს (ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია), რომ ბიძინა ივანიშვილზე იძახის გავაძევებ ქვეყნიდანო. ვინ არის ის? – ერთი მომხრე მოიყვანოს და გვანახოს რა დამსახურება აქვს იმდენი, რომ ბედავს და საქართველოს მოქალაქეებს აკადრებს ასეთ რამეს, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედი ადამიანის (მე არ მეგულება და არ მსმენია, რომ მსოფლიოში მსგავსი ქველმოქმედების ადამიანი არსებობდეს), ქვეყნიდან გაძევებაზე საუბრობ. ნუთუ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს განცდა და დააფასოს ის, რაც ამ კაცმა უანგაროდ გაუკეთა შენს სამშობლოს, ქვეყანას, ეკლესიას – უამრავი ძეგლი აღადგინა, კულტურის და სპორტის მოღვაწეებს უანგაროდ ეხმარება. და ამხელა უანგაროდ გაკეთებული სიკეთის მიუხედავად, ხაზარაძე გამოდის და პოლიტიკური ნიშნით პირდაპირ აცხადებს, რომ გააძევებს ქვეყნიდან.
როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ამაზე რეაგირება არ მოახდინოს და არ დაიცვას, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი.

ეს ვიღაცა ვიგინდარა მევახშე როგორ ბედავს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებაზე საუბარს. ჩვენ ხომ ვიცით, ეს რას ემსახურება. გარეთაც ხომ იგივეა. მიუნხენის კონფერენციაზე ჩაწერეს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიო და ამაზე უნდათ ააწყონ მთელი პროცესი. ეს ხომ გავლილი თემაა.

გავიხსენოთ, კანდიდატის სტატუსის მოცემამდე რა ხდებოდა. ევროპარლამენტის რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილზე არ იყო აქცენტი გაკეთებული? რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ამ კაცს დიდი ავტორიტეტი აქვს. დავმალოთ ეს ყველაფერი? თუ პასუხი არ გავცეთ სათანადოდ?“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები