LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა დავითულიანი ოპოზიციას მოუწოდებს გადადგან ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგება

57
პოაის

საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ ”პარტიული კრიზისი არსებობს, რომელიც ოპოზიციას აზიანებს”. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მან ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, ”გონს მოეგონ” და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.

”ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. არსებობს პარტიული და ოპოზიციური კრიზისი. თუ დავუკვირდებით, ამ თვალსაზრისით ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს. ამიტომ სჯობს, რომ დროზე მოეგონ გონს. გადადგან ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგება და შემოვიდნენ პარლამენტში”. – აღნიშნა, მან

მისი თქმით, იმ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის იმედი აქვს, რომლებიც ”ზეწოლას გადალახავენ”. ხოლო, რაც შეეხება დიალოგს, დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

”ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მოხარული ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციისთვის პარლამენტში შემოსვლასთან, ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე მსჯელობასთან დაკავშირებით. ეს მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია და ახლაც მზად ვართ”. – განაცხადა, უმრავლესობის წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები