LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილის უდიდესი წარმატება – ის ჩიკ კორეას ტრიოში მის ნაცვლად დაუკრავს

1364
news511

ცნობილი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დიდი წარმატების შესახებ წერს. ის ლეგენდარული მუსიკოსის, ჩიკ კორეას ტრიოში დაუკრავს, მის ნაცვლად.

ბექამ ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა:

„ჩიკ კორეას ტრიოსთან, ჩიკ კორეას მაგივრად ვუკრავ – მე… 14 მარტს მექნება გამოსვლა JOHN PATITUCCI-სთან და DAVE WECKL-თან ერთად“

ჩიკ კორეა აღიარებული პიანისტი და კომპოზიტორია. მის ანგარიშზე არაერთი „გრემია“. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლეგენდარულმა მუსიკოსმა გამოაქვეყნა თავისი საყვარელი პიანისტების სია, სადაც ბექა გოჩიაშვილიც შეიყვანა…

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები