LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

98

ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიააღნიშნული, 2017 წლის 17 მაისს ბექა ხახუბია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. შსს-ს ცნობით, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 19 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება.

2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:10 საათზე, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასწორი მანევრირების დროს შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. აღნიშნული გააპროტესტა ამავე ავტომობილში მჯდომმა, 1995 წელს დაბადებულმა ბექა ხახუბიამ და იგი დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე მუხლების თანახმად, პირის დაკავების და შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ, პოლიცია უფლებამოსილია, დაკავებული მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის მიზნით ან თუ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს (არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაკავებული ითანამშრომლებს პოლიციასთან და გამოცხადდება სასამართლოში დანიშნულ დროს), გაუშვას დაკავებული.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავების ოქმზე კეთდება სათანადო ჩანაწერი ან/და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დგება ცალკე დოკუმენტი, პირი წერს ხელწერილს, რომელშიც მიეთითება, რომ მას განემარტა უფლებები და იგი გამოცხადდება სასამართლოში, რაც თან ერთვის დაკავების ოქმს. სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში.

მხოლოდ ბოლო 1 თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხელწერილის საფუძველზე, საქართველოში გათავისუფლებულია 25-ზე მეტი პირი.

2017 წლის 19 ივლისის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბექა ხახუბია ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ხახუბიას მანქანის გაჩერებას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g