LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ლილუაშვილი: „საარჩევნო პროგრამამ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ ქვეყნის ვერშემდგარმა პრემიერმა გააკეთა, კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია“

120
ბექა ლილუაშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ ქვეყნის ვერშემდგარმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია“, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პროგრამაზე ლილუაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ისინი [მმართველი გუნდი]] ატყუებენ არამხოლოდ ჩვენს მოსახლეობას, არამედ ატყუებენ ერთმანეთს.

მისი თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს ერთს, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგნოზები კი – მეორეს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, 2028 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს, ბიუჯეტის და სხვა ეკონომიური მაჩვენებლების ზეოპტიმისტური სცენარებით კობახიძის მიერ წარმოჩინება – როცა, ქვეყნის საგარეო მხარდაჭერა ევროკავშირიდან, შტატებიდან, პრაქტიკულად, განულებულია და ეს მომავალი წლის ბიუჯეტშიც კარგად ჩანს – კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს.

როგორც ჩანს, სწორედ ამგვარ, არაფრის მომცემ ღონისძიებაზე, არ დაესწრო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2028 წლის „ფანტასტიურ წინასწარმეტყველებებზე“ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო. 4 წლიან ჭრილში გაცემულ დაპირებებზე მას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს.

ირაკლი კობახიძე: „მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა“

იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად დაიძლიოს სიღარიბე, უნდა მოხდეს სოციალური დაცვის სისტემის დეპოლიტიზირება, მინიმალური სოციალური გარანტიების – მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ასაკობრივი პენსიის და სოციალური შემწეობის ზრდა.

სახელმწიფო ბიუროკრატიის ახალგაზრეების დასაქმებაზე ორიენტირება და სისტემური გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – არც პროგრამაში და არც მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ჭირდება ყველაფერი ის, რაც ჩვენი გუნდის „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პროგრამაშია ასახული და არა ის „არაფერი“, რომელიც  „ოცნების“ სადღეგრძელოებშია ასახული.

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ

ამიტომ, ჩვენი წინადადება წინასაარჩევნო დებატებზე კვლავ ძალაშია და მათივე პარტიულ ტელევიზიებში, მზად ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ „ოცნების“ მატყუარა სახე და რეალური გზა ეკონომიკური წინსვლისთვის და ევროპული კეთილდღეობისთვის. 

ამასთან, შეგვიძლია, სრულიად უსასყიდლოდ, გავუზიაროთ ეკონომიკური პოლიტიკის საწყისებზე ცოტა მეტი ცოდნა გავუზიაროთ.“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g