LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა

180
BeFunky-collage (3)

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე პარტიაში დატოვონ.

„ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს პოლიტიკურ კუბოში. ამ ადამიანს სხვა გაქანება არ აქვს, ის ვერასოდეს იქნება შემკრები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვებს ცილი დასწამოს და ეს ყველამ ჩვენს თავზე ვიგემეთ, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ერთი თხოვნა მაქვს – ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით არ გაუშვან და არჩევნებს მასთან ერთად შეხვდნენ, რადგან მისი დამფინანსებელი არჩევნების შედეგების შეტყობის შემდეგ, მას ერთი ტყვიით დამუხტულ იარაღს შეუტანს, კაბინეტში დაუტოვებს და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ეგ სერია ნანახი არ მაქვს,”- განაცხადა ოდიშარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g