ბექჰემები თვის რიგით „მეასე“ არდადეგებზე გაემგზავრნენ. წყვილი ოჯახთან ერთად მიმდინარე ზაფხულს უამრავ კურორტს ეწვია, მათ დრო იახტაზეც გაატარეს. ამჯერად კი დევიდი და ვიქტორია ქალიშვილთან, ჰარპერთან და მეგობრებთან ერთად კანადას ესტუმრა. დიზაინერმა „ინსტაგრამზე“ კურორტ მუკსოკადან შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა.
„ყველაზე არაჩვეულებრივი რამდენიმე დღე, გატარებული ჩვენს ძვირფას მეგობრებთან ერთად“, – წერს ვიქტორია.
მისტერ და მისის ბექჰემები – წყვილი Jacquemus-ის ჩვენებაზე ნავით მივიდა