LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემი საქველმოქმედო მატჩს აწყობს

64

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უმსხვილესი მედია-კონცერნი Fairfax Media იუწყება, რომ დევიდ ბექჰემი აპირებს საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებას ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ”იუვენტუსის” ვეტერანებს შორის. შეხვედრა შემოდგომაზე (ოქტომბერ-ნოემბერში) სიდნეიში გაიმართება.

მონაწილეობაზე თანხმობა უკვე თქვეს დუაიტ იორკმა, ფილ ნევილმა და ოლე გუნარ სულშერმა. წინასწარ თანხმობა მიღებულია რაიან გიგზისგან, გუნდს კი თვით სერ ალექს ფერგიუსონი მოამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები