რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. წყვილი რიო-დე-ჟანეიროში შვილთან, ბერუკასთან ერთად ისვენებს.
კოპაკაბანას სანაპიროზე გადაღებული ფოტოების გარდა, მომღერალი ვიდეოსაც აზიარებს, სადაც წყვილის თანაცხოვრების 5 წელი ფოტოებით არის შეჯამებული.
ბერა ივანიშვილი მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან და შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში საცხოვრებლად დაახლოებით ერთი წლის წინ გადავიდა.