LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერაია ბლინკენს: „შეშფოთებას სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზეც გამოხატავთ?“

142
ირაკლი-დაჩი ბერაია ბლინკენზე

„შეშფოთებას საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ, თუ ასევე საფრანგეთში, თურქეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზეც?“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი-დაჩი ბერაიამ განაცხადა.

უფრო ზუსტად კი, აღნიშნულით ბერაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ „გამჭვირვალობის“ კანონი პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა და ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება.

ბლინკენის განცხადებით, ის ასევე მოელის, რომ აშშ კანონის მიღების საპასუხოდ ზომებს მიიღებს. დეპუტატმა დაჩი ბერაიამ კი ამ განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების არ ეშინიათ:

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: „ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში“

„შეშფოთებას საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ, თუ ასევე საფრანგეთში, თურქეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზეც?

თუ მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც მათთვის ამ კანონის მიღება მიუღებელია? პირველ რიგში, ბატონ ენტონთან ეს კითხვა მექნებოდა და მის პასუხს მოვისმენდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი, მის ამ შეშფოთებაზე კომენტარი გამეკეთებინა.

„დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ“ – სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს

„პატივცემულ ენტონი ბლინკენს. ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან“

კარგით რა, უკვე რამდენი ხანია, ამ სანქციებით გვაშინებენ და არ გვეშინია. სანქციების არ გვეშინია.“ – განაცხადა ირაკლი-დაჩი ბერაიამ.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო” – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები