LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო” – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

159
აშშ - საქართველო დროშა

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო

მაიკლ როთი: სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო – შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა – ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად