LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს

135
თურქეთი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას გეგმავს

თურქეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, კანონპროექტი, რომელსაც თურქეთის პარლამენტში მომავალ დღეებში განიხილავენ, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ“.

„გადაწყვეტილება იმ უფრო ვრცელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ დააინიცირა. ის მსგავსია საქართველოში ახლახან მიღებული კანონისა, რამაც დასავლური სახელმწიფოების კრიტიკა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტების დაწყება გამოიწვია. რუსეთს კრიტიკის ჩასახშობად მსგავსი მექანიზმი აქვს“. – წერს Bloomberg-ი.

კანონპროექტის თანახმად, სასჯელი შეიძლება თავისუფლების 7 წლით აღკვეთაც იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g