„ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ” თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბერდია სიჭინავა წერს, რითაც ეხმაურება მოქალაქეების კითხვებს, „სად არიან” პარტიის წარმომადგენლები მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
როგორც სიჭინავა ამავე პოსტში აღნიშნავს, ამ თემაზე არაფერს დაწერდა, „კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას, თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში“:
„ახლა კარგად დამიგდეთ ყური:
ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე… ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ” თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…
26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ კოალიციურ მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში.
თეონა აქუბარდია: „გიორგი გახარია ქალაქში არ იმყოფება, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები კი აქ ვართ, ვიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას“
„აქციის ორგანიზატორები არცერთი არ ვართ, თუმცა მონაწილეობას ვიღებთ, აქ ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებიც არიან“.
აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-იდან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ცესკოს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით).
ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24 საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში – უნივერსიტეტთან, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს…
გიორგი გახარია: „ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“
ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, მხოლოდ კამერებისთვის ჟივილ-ხივილის და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.
ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ თქვენი ხმა გვაძლიერებს.
ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის“. – წერს ბერდია სიჭინავა.