„ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“.
მისივე განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით“.